ფსიქოლოგიურ ტერმინთა ლექსიკონი



რეცენზია

ნ.ბერულავას და ზ.ხოჯავას ცნება-ტერმინთა განმარტებით ლექსიკონზე

განმარტებითი ლექსიკონი შექმნილია ორი ცნობილი ქართველი ფსიქოლოგის, დ.უზნაძის განწყობის სკოლის მიმდევრების, ნადეჟდა ბერულავას და ზოსიმე ხოჯავას მიერ. ლექსიკონი დეტალურად ასახავს დ.უზნაძის განწყობის თეორიაში გამოყენებულ ცნებებს და ტერმინებს და წინა საუკუნის 70-იანი წლებისათვის ჩამოყალიბებულ ზოგადი ფსიქოლოგიის ცნებებს და ტერმინებს. ზოგადი ფსიქოლოგიის მრავალი ცნება განხილულია უზნაძის განწყობის ფსიქოლოგიისათვის დამახასიათებელი ორიგინალური პოზიციებიდან.

ფსიქოლოგიური ტერმინების გარდა, ლექსიკონში შეტანილია მოსაზღვრე მეცნიერებების (ფიზიოლოგია, ფსიქიატრია, ფილოსოფია) ზოგიერთი ტერმინის განმარტებები.
 

ლექსიკონი შედგენილია უმაღლეს პროფესიულ დონეზე. ყველა განმარტება დაწერილია ცხადად, გასაგებად და ნათლად. ლექსიკონი წარმოადგენს ქართულ ენაზე შექმნილ უნიკალურ ნაშრომს, რომელიც ასახავს მნიშვნელოვან ეტაპს ფსიქოლოგიური მეცნიერების განვითარებაში.


დარწმუნებული ვარ, ლექსიკონი საინტერესო და სასარგებლო იქნება არა მარტო სპეციალისტებისათვის და, საერთოდ ფსიქოლოგიით დაინტერესებული ადამიანებისათვის, არამედ ფართე საზოგადოებისთვისაც.


ნათელა იმედაძე, ფსიქოლოგიის დოქტორი, პროფესორ-ემერიტუსი.

14.03.2012

საავტორო უფლება დაცულია © ნადეჟდა ბერულავა, ზოსიმე ხოჯავა, 2012

შესავალი  |    |    |     |     |     |     |     |     |     |     |     |     |     |     |     |     |     |     |     |     |     |   ღ-ყ  |     |     |     |     |     |   ჭ-ხ  |     |     |  


Review of Dictionary of Psychological Terms by Nadejda Berulava and Zosime Khojava

The dictionary in question is compiled by well-known Georgian psychologists, Nadejda Berulava and Zosime Khojava, the followers of D. Uznadze's theory of Set (gantskoba).


The dictionary is written in Georgian and fully embraces the concepts and terms employed in D. Uznadze's Theory of Set as well as the terms extensively used in general psychology of the 1970s. Many concepts of general psychology are viewed in the light of most original Theory of Set. Apart from psychology terms the dictionary includes some of the key-terms of closely related sciences (Physiology, Psychiatry, Philosophy).


With its informative entries and clear-cut definitions the dictionary displays the best technique of presentation. The dictionary testifies to an important stage in the development of psychological science and I am hopeful that it will be of great interest to scientists and unspecialised readers.

Natela Imedadze, Doctor of Psychology, Professor-emeritus.

All rights reserved © Nadejda Berulava, Zosime Khojava, 2012


Introduction  | pages 8-53  |  pages 53 - 61  |  pages 61 - 95   |  pages 95 - 117  |  pages 117 - 130  |  pages 135 - 136  |  pages 136 - 143  |  pages 143 - 166  |  pages 166 - 180  |  pages 180 - 185  |  pages 185 - 216  |  pages 216 - 225  |  pages 225 - 232  |  pages 232 - 249  |  pages 249 - 250  |   pages 250 - 259  |   pages 259 - 298  |   pages 298 - 310  |   pages 310 - 313  |   pages 313 - 356  |   pages 356 - 365  |   pages 365 - 371  |   pages 371 - 381  |   pages 381 - 384  |   pages 384 - 393  |   pages 393 - 394  |   pages 394 - 397  |   pages 397 - 400  |   pages 401 - 402  |   pages 402 - 408  |